შალვა ნათელაშვილი: ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს არის პოლიტიკოსების და ხალხის მოთხოვნა

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ბრძოლის ფორმატს შეიმუშავებენ.

“ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს არის პოლიტიკოსების და ხალხის მოთხოვნა, როგორ და რა გზებით, პოლიტიკური ლიდერები გადაწყვეტენ. ყველა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ბრძოლის ფორმატს შევიმუშავებთ,” – განმარტა ნათელაშვილმა.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები