საქართველო აზერბაიჯანის არჩევნებისთვის დამკვირვებლებს გაგზავნის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები 23 დეკემბერს აზერბაიჯანში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდებიან.

როგორც ცესკო-ს წარმომადგენელი ანა მიქელაძე აცხადებს, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო მოწვევა აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან.

„ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგში. ჯერჯერობით არ გადაწყვეტილი არაა რამდენ დამკვირვებელს გავაგზავნით“,- განუცხადა მიქელაძემ აზერბაიჯანულ მედიას.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მაზაჰირ პანახოვის განცხადებით, 23 დეკემბრის არჩევნებს 15 ქვეყნიდან მოწვეული დამკვირვებელი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები