კინოთეატრ “ამირანთან” 2 პირი დააკავეს – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრ ”ამირანთან” გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
კოსტავას გამზირზე პირველადი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები