ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის გამო, უსაფრთხოების მიზნით, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე სამართალდამცველები იკრიბებიან(ფოტოკოლაჟი)

0

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის გამო, უსაფრთხოების მიზნით, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე სამართალდამცველები იკრიბებიან.
როგორც დღეს შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი დაიცავენ, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ​
შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, გაიმართება.
​ამასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა კი განაცხადა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.

 

კომენტარები

კომენტარი