რომან გოცირიძე: კელი დეგნანის პირველი განცხადებებიდან ჩანს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან მკაცრი იქნება
კელი დეგნანის, პირველი განცხადებებიდან ჩანს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან მკაცრი იქნება, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები.
“მისი პირველი განცხადებებით ჩანს, რომ იგი ძალიან მკაცრი იქნება რუსეთთან დამოკიდებულებაში. პირველი და მთავარი პრობლემა რაც დღეს არის ეს არის მცოცავი ოკუპაციის საკითხი, რუსეთის თავგასულობა, თავხედობა, რომელიც ყოველდღიურად აწყობს პროვოკაციებს და ამიტომ, რუსეთის შეკავების ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი არის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები”,- აღნიშნა გოცირიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას მან სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა.