სოფო კილაძე: როცა ხაზარაძის ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მამუკა ხაზარაძის შეფასებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხაზარაძის ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი ხალხს საზღვარგარეთ მკურნალობას უფინანსებდა და სხვა უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა.

„მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი ხალხს საზღვარგარეთ მკურნალობას უფინანსებდა, ხალხზე ზრუნავდა და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისა და ხალხისთვის. რთია, რომ ხაზარაძე ასეთ ქველმოქმედებას არასდროს ეწეოდა და მეორეა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დააფასოს და პატივი სცეს. როცა პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ასეთ დიდ საქმეებზე მაინც უნდა თქვა, რომ კარგი საქმეა, რაც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები