მამუკა მდინარაძე: 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს
2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“პრორუსულ ძალებთან რაც არ უნდა მოხდეს კოალიციაზე საუბარს ჩვენ გამოვრიცხავთ, ისევე როგორც ასევე პრორუსულ ” ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და მათ შორის მეც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “ქართულ ოცნებას” კოალიციაში ვინმესთან შესვლა არ დასჭირდება, იმიტომ რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში”,- აღნიშნა მდინარაძემ.