ანა ნაცვლიშვილი: ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, პროცენტების ცვლის ნაცვლად, საქმეს მიხედოს

ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა მთავრობის დასაკომპლექტებლად, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა მთავრობის დასაკომპლექტებლად. თუ რამდენიმე ხმის დამატება იქნება საჭირო დაკომპლექტებისთვის, ამას მერე გადავწყვეტთ, როცა ვიქნებით ხელისუფლებაში. კობახიძეს ვურჩევდი, რომ თავების და პროცენტების ცვლის ნაცვლად იქნებ, როგორმე ახლა მაინც, საქმეს მიხედოს”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები