კახა კუჭავამ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ შეხვედრა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კუჭავას განცხადებით, ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით მჭიდრო და დინამიური გახდა და ეს შეხვედრაც ამის ერთ-ერთი დადასტურება იყო.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ჩეხეთის სახელმწიფო ჩვენს ქვეყანას ბევრი მიმართულებით ეხმარება და აქ დღესაც მრავალ პროექტს ახორციელებს. მოხარული ვარ, რომ ახალდანიშნული ელჩიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს. ზოგადად, საელჩოსთან გვაქვს ძალიან საინტერესო და ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კანონპროექტებთან დაკავშირებითაც, რომელთაგან რამდენიმე მათგანი სწორედ ახლაა განხილვის პროცესში”, – განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტების სამომავლო თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების თაობაზე, მათ შორის, სხვადასხვა პროექტზე, ეხებოდა ეს როგორც დაცული ტერიტორიების მიმართულებას, ასევე ენერგოეფექტურობას, დაცული ტერიტორიების, წყლისა და ნარჩენების მართვის საკითხებს და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები