კობა ლურსმანაშვილი: წყალტუბოს განვითარება საქართველოს გაძლიერების სურვილით გადადგმული უპრეცედენტო, პატრიოტული ნაბიჯია

“წყალტუბოს განვითარება საქართველოს გაძლიერების სურვილით გადადგმული უპრეცედენტო, პატრიოტული ნაბიჯია”, – ასე გამოეხმაურა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ხალხისთვის მიცემული ყველა სიტყვა და დანაპირები საქმედ აქცია.

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი არა მხოლოდ რეგიონის მომავლისა და იქ მცხოვრები თანამოქალაქეების კეთილდღეობის პროექტია, არამედ ის სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და უდიდესი სტიმულატორი გახდება ქვეყნის შიდა ტურიზმისა და ეკონომიკური აღორძინების თვალსაზრისით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი რესურსებით მოახდინოს წყალტუბოს განვითარება, საქართველოს გაძლიერების სურვილით გადადგმული უპრეცედენტო, პატრიოტული ნაბიჯია.

აღვფრთოვანებას ვერ ვამალავ, როდესაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ხალხისთვის მიცემული ყველა სიტყვა და დანაპირები საქმედ აქცია. ჩვენი სამშობლოს მომავლისა და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და როლი განუსაზღვრელად დიდია,” – აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები