“სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება”

“დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
​მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, ის რომ, რაც ატოცში ხდება მიუღებელია და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელებაა, რაც დაწყებულია.
“ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თავიანთ მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდად, ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.
​უნდა გვესმოდეს ერთი რამ,  ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები