გორის მერია წარმატებულ აბიტურიენტებს დააჯილდოებს

სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერია დააჯილდოებს.

“მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს. ნიჭიერი ახალგაზრდების  ხელშეწყობა  გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აღნიშნული ინიციატივა ეხება 2019 წლის სკოლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

1) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

2) გორის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი, გაუქმებული ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმართველი თემის )   იმ     ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლა;

დაინტერესებულმა პირებმა  გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

•  პირადობის მოწმობის ასლი;

• ცნობა გორის მუნიციპალიტეტში  რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);

• სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;

• ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

•საბანკო ანგარიშის ნომერი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას  2019 წლის 17 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის ჩათვლით”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები