ლევან ახვლედიანი: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროება არ იგეგმება

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა კონსორციუმის მიერ მთავრობისთვის, 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და ასე ვთქვათ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს“, – განმარტა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება. მაია ცქიტიშვილმა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მიმართა, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ “ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა. კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

“ანაკლიის კონსორციუმი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიესალმება და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები