ირაკლი კობახიძე: როგორც კი “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ინტერესებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან

„როგორც კი “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ინტერესებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან.

ვხედავთ, რომ ისინი ერთად იყვნენ ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები. ეს არის მათი საერთო ღირებულებებიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

​მისივე მოსაზრებით, “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ამჟამინდელი დაპირისპირება რეალურია და ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალში მათ თანამშრომლობას.

„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად დალაგდებიან ერთმანეთში, იმიტომ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი და იგივე “ღირებულებები”. აქედან გამომდინარე, როგორც კი მათ ინტერესებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები