არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნა იქნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნება“ არის ძლიერი, საპარლამენტო პარტია. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მიზანი იქნება, რომ გახსნილი, კონკურენტული გარემო შევქმნათ პოლიტიკური პარტიებისთვის. როგორც ხედავთ, ამას ვაკეთებთ და მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც გვაქვს. 2020 წლის არჩევნებში ჩვენი მეორე მიზანი იქნება, რომ პარლამენტში საკმარისი, მყარი უმრავლესობა მივიღოთ იმისთვის, რომ მმართველობასა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ვუთხრა, რომ პატივს ვცემთ და ვენდობით იმ გადაწყვეტილებას, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებენ. მზად ვართ, მომავალი და პოლიტიკური პროცესი ზუსტად ისე დავგეგმოთ, როგორც ამას ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს. რაც შეეხება მცირე პარტიებს, როგორც ახლა იკვეთება, კონსენსუსი რეალურად მიღწევადია და ყალიბდება მცირე და დიდი პარტიები, ძველი და ახალი პოლიტიკური პარტიები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები