დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

35 წლის დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთის და მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. ​
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია, ერთი კი ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები