კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სოფელ წინარეხში ​ 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

“სკოლის მშენებლობას ახორციელებს მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“. სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წელს საქართველოში წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული. დღეს სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა აშენდება. უკვე მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლის მშენებლობა, ახალი სკოლა აშენდება სოფელ ქვემო გომშიც “- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები