ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 61.4 გვტ.სთ შეადგინა
Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 61.4 გვტ.სთ შეადგინა. როგორც Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, გასულ წელთან შედარებით ტრანზიტის მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება 2016 და 2017 წლის მაჩვენებლებს.