24 სექტემბერი
11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობს, პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო ცვლილებები – ხელისუფლების ინიციატივები და ოპოზიციის მოთხოვნა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში„მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე, არნოლდ სტეპანიანი, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობს, პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო ცვლილებები – ხელისუფლების ინიციატივები და ოპოზიციის მოთხოვნა. სახალხო განხილვები და უმცირესობების ჩართულობა პროცესში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
10:00 საათზე, ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის ინიციატივით, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებს მიეძღვნება.
ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით გამართულ საზეიმო ცერემონიაში, კახა კალაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – ქსავიერ კადორე და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი – ანდრეას კიფერი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ხელი მოეწრება ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ,
მის: თავისუფლების N2. (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო)