არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან მიღებული არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს

„რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში, ეს არის არაპროფესიონალური დისკუსია. მათ შორის, ისეთმა ადამიანებმა გააკეთეს კომენტარები, რომელთაც პროფესიონალურად ევალებოდათ, რომ ჯერ წაეკითხათ პროექტი და მერე უნდა გაეკეთებინათ შეფასებები. მათ პირიქით გააკეთეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომის კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით ყველა მიიღებს პასუხს მას შემდეგ, როდესაც მოხდება კონკრეტული ინიციატივის განხილვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონში არ წერია, რომ ადამიანს ორ სამსახურში მუშაობა არ შეეძლება.

„იქ წერია, რომ მინიმალური ხელფასი უნდა დადგინდეს. არ შეიძლება 120 ლარად ადამიანები მუშაობდნენ ამ ქვეყანაში – ეს არის ღირსების საკითხი. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, ალბათ, უნდა ვთქვათ რა არის მინიმალური ხელფასი და ეს უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან შეთანხმებით”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები