ლაურა ღაჭავა: არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია

“არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია, 2013 წლიდან მაქვს ეს აქტივი, რომელსაც ჩვეულებრივად ვიყენებდი შვიდი წლის განმავლობაში საბაჟოშიც, საშემოსავლოშიც”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ განაცხადა.
ღაჭავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
„უძრავი ქონება ვიყიდე ბანკებიდან და ბანკმა დამიბრუნა აქტივი დღგ, ეს არის ჩემი შეძენილი, რომელიც შევიძინე 2013 წელს. გავეცნობი და იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია, 2013 წლიდან მაქვს ეს აქტივი, რომელსაც ჩვეულებრივად ვიყენებდი შვიდი წლის განმავლობაში საბაჟოშიც, საშემოსავლოშიც. ნელ-ნელა ვიყენებდი თანხას. ეს ჩემი აქტივია – ვიყიდე „ქართუ“ ბანკიდან უძრავი ქონება. მე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე. თავს არ ვცნობ დამნაშავედ. არავის დავუკითხივარ და შეიძლება ეგეთი რაღაც, რომ დაკითხული არ იყო და ბრალი წაგიყენონ?“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ “პირველ არხთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე, დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები