“კურიერი” 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა

ტელეკომპანია “რუსთავი2-ზე” განვითარებული მოვლენების გამო, საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი მათი ვებგვერდიდან შეიტყობს.
შეგახსენებთ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი – ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.
მოგვიანებით კი „კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც დატოვეს ტელეკომპანია. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები