ვორონცოვზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი ფეხში დაჭრეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ექიმებმა სახლში უკვე გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები