რუსთავში, მდინარე მტკვარში, 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

რუსთავში, მდინარე მტკვარში, 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

35 წლამდე ასაკის მამაკაცი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირიდან გუშინ გაუჩინარდა. მეთევზეებმა ნაპირზე მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ნახეს. ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები