„ბათუმის“ მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან, ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
18/08/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887
გასვლა- თბილისი 09:05
ჩასვლა-ბათუმი 14 :42
გამოსვლა-ბათუმი 18:30
ჩამოსვლა- თბილისი 00:07
„ შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება, ასევე, ვებგვერდებზე – Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
„საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!“, – აცხადებენ კომპანიაში.