“არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება, კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი „კონტი ჯგუფის“ თემაზე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმიდან “კონტი ჯგუფის” გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს.
ახვლედიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. ისიც იცით, რომ დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათი გადაწყვეტილება გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული. ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება, კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი. დიახ, მსხვილი აქციონერი იყო, მაგრამ მათი ეს გადაწყვეტილება ძალიან კრიტიკული არ არის. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაში, რაც დღემდეა განხორციელებული, მათი მონაწილეობა არის ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს; ეს არის „ესესეი მარინი“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები