2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა

2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 378.2 ათასი ვიზიტორი   რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს 2.2 მილიონი არარეზიდენტი მოგზაური ესტუმრა, რაც 13.4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.
2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 66.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე, ექსკურსანტი.
საქსტატის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები