ივანე მაჭავარიანი: ნებისმიერ შემთხვევაში, ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის

“ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში”, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ეს მუდმივი პროცესია. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო,   თანდათანობით, წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ამის რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.
„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომლებიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები