„რუსთავი 2″-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელმა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

„რუსთავი 2″-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტებით, რომლებიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ეს არის 220-ე მუხლი, ასევე 182-ე და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიისგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა. გაუგებარია, რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიის შემოსავლები პრაქტიკულად დაიმალა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში. უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი ერთი-ერთი დამფუძნებელი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, 18 ივლისს გამოქვეყნდება სტრასბურგის გადაწყვეტილება და მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არსებითად შეცვლის ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები