ასპინძაში მამაკაცი, რომელმაც მეგობარი საკუთარ სახლში დანით მოკლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი – 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
​განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები