საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს”, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით მოქალაქეს 1500 ლარი უკანონოდ მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 800 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები