მძარცველებმა პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს
თბილისში, პეკინის ქუჩაზე გამთენიისას „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს.
მძარცველებმა მაღაზიიდან მობილურები, “აიპადები” და “მაკბუკები” წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, ოთხმა პირმა მაღაზიის კარი ჩაამსხვრია, შიგნით შეაღწია და სხვადასხვა სახის ტექნიკა გამოიტანა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.