“კომერსანტის” ინფორმაციით, საქართველომ რუსეთში სუმბაევის ექსტრადირებაზე უარი თქვა

რუსული გამოცემა “კომერსანიტის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ რუსი ჰაკერის, 28 წლის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება შეაჩერა.
ცნობისთვის, მაისში თბილისის საქალაქო სასამართლო რუსეთის მოქალაქის ექსტრადირებას დათანხმდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
სუმბაევი საქართველოში გასული წლის 5 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა. რუსეთში მას ჰაკერობასა და ტუროპერატორებისთვის მატერიალური ზარალის მიყენებისთვის თაღლითობაში ადანაშაულებენ. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი ევგენია შიშკინი იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიები ვერსიით, სუმბაევი მკვლელობასთანაც არის კავშირში.
რუსი ჰაკერის ადვოკატის, ნიკალაი არშინოვის განცხადებით, გამოძიებას სუმბაევის მკვლელობასთან კავშირის შემოწმება სურს, თუმცა, არშინოვის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმეში რაიმე სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია.
რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები