დიდ დიღომში სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სტრაბონის ქუჩაზე 9121 კვ.მ. ფართობის მოწესრიგდება სრულდება. ამ ეტაპზე, ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
ნიკო ბურის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და, ამჟამად, გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე 3767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი – გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
გაიოზ ვასაძის თქმით, ამ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.
„წელს დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელებს  როგორც საგზაო, ასევე – დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 462 546 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები