თამარ ხულორდავა: პრეზიდენტ ტუსკს არ აქვს ეჭვები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით

“დონალდ ტუსკმა ქართულად შეგვახსენა ვაჟა-ფშაველას სიტყვები”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს და მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს არ აქვს ეჭვები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
“ბათუმის კონფერენციას წელს პირველად სტუმრობს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.
დონალდ ტუსკმა ქართულად შეგვახსენა ვაჟა-ფშაველას სიტყვები: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია”. კარგი იქნება, ეს ყველას გვახსოვდეს. პრეზიდენტ ტუსკს არ აქვს ეჭვები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით”, – წერს “ტვიტერში” თამარ ხულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები