არჩილ თალაკვაძე: დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას ევროკავშირისგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება

„როგორც პარლამენტის ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით – დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესისა და დემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა”  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, ქვეყნების ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად  სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხისთვის დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები