პაატა ბაირახტარი: დაგროვებითი პენსია იყო რეფორმა, რომლის გატარება გარდაუვალი და აუცილებელი იყო

„დაგროვებითი პენსია იყო რეფორმა, რომლის გატარება გარდაუვალი და აუცილებელი იყო“, – აცხადებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბას) პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი, რომელიც საინვესტიციო საბჭოს წევრებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას დაესწრო.
პაატა ბაირახტარი საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს და დღევანდელ შეხვედრაზე საუბრობს.
,,ადგილობრივ ბაზარზე თანხების განთავსება მოხდება ორი მიმართულებით: ერთი, ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და მეორე, კომერციული ბანკები. რეალურად თუ შევხედავთ და კანონმდებლობაში ჩავიხედებით, წერია, რომ ისინი უნდა განთავსდეს მაღალ, ლიკვიდურ აქტივებში. სამწუხაროდ, სწორედ ეს ორი მიმართულებაა მაღალლიკვიდური. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით, დაახლოებით, იგივე მოლოდინები გვქონდა“, – განმარტა პაატა ბაირახტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები