გია ფარესიშვილი: საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში
,,საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში და გაცილებით მეტისაც“, – საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი, გია ფარესიშვილი საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობას აფასებს და აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტომ მაღალი დონის პროფესიონალები შეკრიბა.
მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობაში არიან, უცხოეთში საკმაოდ დიდ თანხებს განკარგავენ.
„ჩვენ მოვასწარით და რეფორმის დაწყებამდე განვაახლეთ სააღრიცხვო საანგარიშსწორებო სისტემა, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველვყავით აღნიშნული თანხების უსაფრთხოდ შენახვა. ამასთან, ჩვენ ველოდებით ბაზარზე ქართული კომპანიების გააქტიურებასა და მეტი ფასიანი ქაღალდის გამოშვებას. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 18 ობლიგაცია ივაჭრება, კომპანიები კი, რომლებსაც ობლიგაციები აქვთ გამოშვებული, არიან მაღალრეიტინგულები“, – აცხადებს გია ფარესიშვილი.