საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 6 -წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 6 -წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობაზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფონდის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ესაკიამ და ფონდის დირექტორმა, გიორგი რიჟამაძემ ისაუბრეს.
„ფონდი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია.
ფონდმა 2015 წლის 12 მარტს შექმნა პროექტი სიცოცხლისათვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად გადავარჩინეთ ნიკუშა ნატროშვილი, მარიამ მათიაშვილი, ლუკა დავიანტი, თეონა ნუცუბიძე, რუსუდან კვირიკაშვილი, ასევე, ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბერი
ანდრიას ფონდის დასახმარებელი ღონისძიება, პროექტიდან შემოსული თანხა კი მოხმარდა „ბედნიერი სახლის მშენებლობას“.
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის 24 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს “მოდითეატრში”, პროექტის პირველი ეტაპი იყო საპილოტე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში არსებულმა 10-მა თეატრმა. პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩვენ შევძელით, შემოსული თანხით დავხმარებოდით 10 სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს, რის გამოც გადავწყვიტეთ, სექტემბრიდან პროექტში ჩავრთოთ თეატრები მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის დახმარება.
ფონდმა 2019 წლის იანვარში დაიწყო სოციალური პროექტი – wearehere4u, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით შევძელით, დავხმარებოდით 35 ოჯახს სხვადახვა პროდუქტით, ხილით, ტკბილეულით, ნახევარფაბრიკატებით და ა.შ”, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები