თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია,
შეზღუდვა შეეხებათ:
მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბროსესა და ამაღლების ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, კაციტაძის, ათონელის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, სანაპიროს, წინანაურის, გოგჩას, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ორბელიანისა და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულისა და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, გოგოლის, დოლიძისა და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლომოურისა და აბდუშელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირისა და მუკუზანის შესახვევის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ქვემო ვეძისის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელის, ოთარ ჭილაძისა და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონისა და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, მუხაძისა და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, აბაშიძისა და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.