„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს უმასპინძლა

„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს უმასპინძლა. სემინარი თბილისში ჩინეთის კომპანია „ხუახე ინთერნაიშენალისა“ და სიანის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და რეგიონის კონკურენტუნარიანი ლიდერია. მისი განცხადებით, „საპარტნორო ფონდი“ პოტენციური ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორს წარმოადგენს და საუკეთესო პლატფორმაა ერთობლივი ბიზნესპროექტების განსახორციელებლად.
ერთობლივ სემინარზე აზიელ ინვესტორებს ფონდის მენეჯმენტმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. სემინარზე „საპარტნიორო ფონდისა“ და ფონდის შვილობილი კომპანიების მენეჯმენტმა საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
ტურიზმი, მრეწველობა, ექსპორტის წახალისება და მაღალტექნოლოგიური წარმოება – ეს ის სექტორებია, რომლებითაც ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ინტერესდებიან.
„პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების კვალდაკვალ ჩვენ უკვე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ბევრ ახალ პროექტს გავეცანით. ინტერესი ჩვენი მხრიდან დიდია, შესაბამისად, საინტერესო წინადადებებით დავბრუნდებით“, – განაცხადა სიანის კომერციის დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტმა, ან ძიენიუნგმა.
სემინარის მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, B2B შეხვედრები გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები