გაბუნიების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება – “5 წლის ილონა ნაყინზე ოცნებობს, მას ის არასოდეს გაუსინჯავს”

“ძველი, შელახული, მინებბჩამტვრეული ფანჯრები, რომელთანაც ახლოს მისვლაც კი შემზარავია. შავი ობით არის დაფარული ყველა კედელი, იატაკი ჩამტვრეულია… ფეხი თუ დაგიცდება, მოტეხილობებს ვერ გადაურჩებით… აქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა გაბუნიების ოჯახი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით აქ ცხოვრობს! ბავშვები ხშირად შიმშილობენ, მათ ხშირად პურის ნატეხიც კი არ აქვთ! ასე გააქვთ თავი დახმარების მოლოდინში და სხვის იმედზე ყოფნით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გულგრილები  ვიყოთ ამ ოჯახის გაჭირვების მიმართ! ჩვენს ხელშია ოთხი ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ”, – აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

ყველაზე პატარა – გაბრიელი, ოთხი თვისაა. იგი, ძმებისა და დებისგან განსხვავებით, ჯერ ვერ ხვდება, რამდენად საშინელ პირობებში უწევს ყოფნა! გიგა ოთხი წლისაა, მისი ერთადერთი სათამაშოა  სადღაც ნაპოვნი მანქანაა. ხუთი წლის ილონა ნაყინზე ოცნებობს, მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ნიკოლოზი 12 წლისაა. მას არ აქვს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომ სკოლაში იაროს.

ბავშვების მამა – აკაკი, მუდმივად სამსახურის ძიებაშია. იშვიათად უმართლებს დღიურ მძიმე სამსახურებზე. გამომუშავებული 5-10 ლარით ბავშვებისთვის პურს ყიდულობს, რომ შიმშილი გადაატანინოს. ფონდის წარმომადგენელი ოთხი შვილიშვილის ბებიას, ლეილა გაბუნიას ესაუბრა:

– ლეილა, რით ცხოვრობთ, რით საზრდოობთ?

ლეილა: სოციალური შემწეობა და ინვალიდობის პენსია, მთლიანობაში, 600 ლარი არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ამ თანხით. ძირითადად, პურზე, მაკარონსა და კარტოფილზე გვყოფნის… აგრეთვე, ელექტროენერგიის ფულსაც ვიხდით. ჩემს შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ოჯახზე ყველანაირად ზრუნავს და არანაირ სამსახურზე   ამბობს უარს.

-როგორ ცხოვრობენ ბავშვები ასეთ სახლში, ეს ხომ სახიფათოა?!

ლეილა: საშიშია ნამდვილად, ერთხელ პატარა გიგა კინაღამ ჩავარდა ჩანგრეული იატაკში. ზამთარში სულ ავადმყოფობენ, ფაქტობრივად, უსახლკაროები ვართ. არ გვაქვს ფანჯრები, საწოლები – იატაკზე გვძინავს.

-სახელმწიფო ორგანიზაციები თუ გეხმარებიან?

ლეილა: არაერთხელ მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ შეეკეთებინათ სახურავი, თუმცა ყოველთვის უარით მისტუმრებენ.

“ჩერნოვეცკის” საქველმოქმედო ფონდი გაბუნიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის იწყებს საქველმოქმედო აქციას. მათ საკვები პროდუქტები სჭირდებათ, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა!

თქვენ თავად შეგიძლიათ, მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. დაგვიჯერეთ, ბავშვები უბედნიერესები იქნებიან! მათი მისამართია: ქობულეთი, სოფელი ნაკაიძეები. ტელ.: 595 01 02 65.

თანხა შეგიძლიათ, ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: “, – აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები