რუსთაველზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პოლიცია ტრიბუნასთან არ უშვებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კვლავ იმყოფებიან. ისინი პარლამენტთან მყოფ პოლიციელებს კიბეებთან მისვლასა და ტრიბუნასთან დღეს 19:00 საათზე აქციის დაანონსებას სთხოვენ.
აქციების ორგანიზატორების, შოთა დიღმელაშვილისა და გიგა მაქარაშვილის განმარტებით, ისინი მხოლოდ აქციას დააანონსებენ, შემდეგ დაიშლებიან და პარლამენტთან მხოლოდ მათი რამდენიმე წარმომადგენელი დარჩება.
აქციის მონაწილეებთან ერთად „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
​ცნობისათვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც გუშინ პარლამენტთან იმყოფებოდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები