ნინო ლომჯარია: მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის

ყველასთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისიც ძალიან მაღალი რისკები არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვება. ლომჯარიას თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეს ფიზიკურად ქამრით გაუსწორდნენ, სწორედ იმ საგნით, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღდეგეები იმუქრებოდნენ.

“ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და მაღალია ტემპერატურა. დღეს, ყველასთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისიც ძალიან მაღალი რისკები არსებობს. იმედი მაქვს, რომ აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ ვითარებას, რომელიც არსებობს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ ეძლევათ შესაძლებლობა იქ გააპროტესტონ, სადაც რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ ერთსა და იმავე საკითხს. იმედი მაქვს, რომ მალე სიტუაცია დამშვიდდება. მთავარია, თავიდან ავირიდოთ ფიზიკური დაპირისპირება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები