,,რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეისთვის აქციას ასრულებენ და ხვალიდან განაახლებენ.  აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ აიღოს პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო. მათივე თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ადგილზე შეკრებილები ასევე გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის განცხადებას გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერების შესახებ. მათი თქმით, უფლებამოსილების ​ორთვიანი შეწყვეტა არ არის მისაღები და გიორგი გაბუნიამ უნდა დატოვოს ტელეკომპანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები