საინვესტიციო საბჭოს ოლივიერ რუსსო უხელმძღვანელებს

საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც “კვირას” საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საინვესტიციო საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ერთხმად ოლივიერ რუსსო (საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), ხოლო მის მოადგილედ – ჟან ფრედერიკ პოლსენი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი) აირჩიეს.

საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე დაიწყეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა, განიხილეს საქართველოში არსებული კაპიტალის ბაზარი და საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

,,გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება. თავად საინვესტიციო პოლიტიკა ფიქსირებული შემოსავლის აქტივებზე იქნება ორიენტირებული, ეს დაბალრისკიანი აქტივებია. აქტივების 80% დაბანდდება ქართულ ეკონომიკაში. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი ჩარჩო არსებობს, რომელსაც კანონმდებლობა ფონდის საინვესტიციო გუნდს უწესებს, ჩვენ გვესმის რაციონალი ამ საკანონონმდებლო შეზღუდვების მიღმა და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საინვესტიციო პორტფელის მომზადება, რომელიც ამას დააკმაყოფილებს” -აღნიშნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ.

ოლივიერ რუსოს განცხადებით, საბჭო საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას, თუმცა ისინი მზად არიან გუნდური მუშაობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები