ლევან სურგულაძე: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მაოდგილე ერთხმად იყვნენ არჩეულნი

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა.

როგორც ,,კვირას” საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საინვესტიციო საბჭოს საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის თანამდებობას კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი უფროსი მრჩეველი დაიკავებს.

,,საუბარი იყო კაპიტალის ბაზრის სიტუაციაზე საქართველოში. ასევე განვიხილეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზი და ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რა გეგმებითაც იმუშავებს მომავალი ორი დღის განმავლობაში და მომავალში დისტანციურად – საინვესტიციო საბჭო“. – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი ვადები, თუ როდის დაიწყება აკუმულირებული თანხების ინვესტირება.

,,კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგები შექმნის მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელს და ასეთი საინვესტიციო დოკუმენტები საქართველოში დღეს არის“. – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები