„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

„არანაირი უფლება არ გაქვთ, ქართველი ხალხის სახელით გამოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები“, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.

ამასთან, როგორც ტელეკომპანიასთან შეკრებილები აცხადებენ, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების მხოლოდ ორი თვით შეწყვეტა საკმარისი არ არის და ამით არხის ხელმძღვანელობა საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები