ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ

თბილისში, პუშკინის სკვერში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებიც ორი კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ აქციებს მართავენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, პარლამენტთან გადაინაცვლონ, სადაც ამ დროისთვის „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მიუხედავად პოლიციის მიწოდებისა, არ წასულიყვნენ პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან უკვე დაიძრნენ.

აქციის ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მომიტინგეების ტერიტორია კონტრაქციის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები