“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობა გამართეს და “ღირსების მარშით” ჩაიარეს.
მათ განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოქალაქეების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
მარშის მონაწილეები უკვე დაიშალნენ, რადგან მათ შეატყობინეს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები შსს-სთან მისვლას აპირებდნენ.
“ეს არის სირცხვილი. შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა. ლევან ვასაძე დღემდე აქციებს მართავს, სახელმწიფო კი ჩვენ გვერდზე არ დაგვიდგა. „ღირსების მარში“ შედგა, ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს“,- განაცხადა თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები